LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია დისშვილის ჯვრისწერას ვერ ესწრება

225

ინგა გრიგოლიას დისშვილი, ნინი ძაძამია თხოვდება. ის ტელეწამყვანსა და იუმორისტს, ლევანიკა გოგორელიანს, იმავე ფაქოს მიჰყვება ცოლად. დღეს ჯვრისწერაა. ინგა გრიგოლია ემოციურ პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ის საყვარელი დისშვილის ჯვრისწერას ვერ დაესწრება…

“ჩემი პირველი შვილია, პირველი სიყვარული მაჩუქა, როცა დაიბადა. ჩემს ხელში დაიბადა, თითქმის სულ ჩემთან ცხოვრობდა.

სულ მივიჩნევდი, რომ ორი შვილი მყავს და ზუსტად ისევე მიყვარს და ისევეა ჩემი სიცოცხლე, როგორც მარიამი…

დღეს ეს ულამაზესი გოგო, ჩემი გულისა და სიცოცხლის გოგო ჯვარს იწერს და რა უცნაურია ცხოვრება, მისი გამზრდელი დეიდა არ უდგას გვერდით, იმიტომ რომ სამსახურის რეჟიმი მაქვს მთელი ცხოვრება არანორმალური, არასდროს ისე არ დამწყვეტია გული, როგორც დღეს – ის რომ ჯვარს დაიწერს, მე ამ დროს პირდაპირ ეთერში უნდა ვიჯდე.

სიხარულისგან და ბედნიერებისგან მეტირება. ნინი და ლევან, გილოცავთ. მინდა, ისეთი ბედნიერება გქონდეთ მთელი ცხოვრება, როგორიც ზღაპრებში წამიკითხავს. მიყვარხართ” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები