LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყო არ ახსოვთ, როდის დამთავრდება არ იციან: მერიის დაუსრულებელი გზები (ვიდეო)

295

თითქმის ნახევარი წელია თბილისის რამდენიმე უბანში საგზაო სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გადაკეტილი ქუჩები და გადათხრილი გზები გადაადგილების პრობლემას ქმნის. თბილისის მოქალაქეების თქმით, გზების რეაბილიტაცია ყოველდღიურ რეჟიმში არ მიმდინარეობს, რის გამოც, მშენებლობის ტემპი დაბალია.

დაუსრულებელ სარემონტო სამუშაოებზე თბილისის მერიის განმარტების მოსმენა გვინდოდა. რადიო „ფორტუნა“ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყებასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

პარალიზებული ქუჩებისა და შეზღუდული მოძრაობის გამო დისკომფორტი დღითი დღე მატულობს. მოსახლეობა სამუშაოების დასრულებას მოუთმენლად ელის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება ქუჩების სრული რეაბილიტაცია და სამუშაოების დასრულება.

magti 5g