LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში ჩქაროსნული მაგისტარლის ფარგლებში ახალი გზები აშენდება

117

აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის ფარგლებში გზის მონაკვეთები ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმშიც აშენდება.

როგორც “ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს,  ოზურგეთში, გრიგოლეთი-ჩოლოქი ავტომაგისტრალის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის აშენებაა დაგეგმილი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 60 მლნ აშშ დოლარია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და დეტალური პროექტირება. მშენებლობის დაწყება 2017 წლის ოქტომბერში იგეგმება. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აღნიშნული გზა გრიგოლეთი – ფოთის ახალ მონაკვეთზე გაივლის. მისი სიგრძე 24 კილომეტრია, სავარაუდო ღირებულება კი – 120 მლნ აშშ დოლარი.  მშენებლობის ვადები 2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის აგვისტომდეა გაწერილი.

რაც შეეხება, ბათუმის შემოვლით გზას, მისი მშენებლობა 2017 წლის მაისში დაიწყება. 14 კმ-იანი და 2-ზოლიანი გზის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია. ამ ეტაპზე ADB-ს მისიასთან სატენდერო პროცედურების დაწყების შეთანხმება და განსახლების გეგმის განახლვა მიმდინარებს. გზის ამ მონაკვეთის დასრულება 2020 წლის მაისშია დაგეგმილი.

 

magti 5g