LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალტერნატიული ტალღა: ახალგაზრდა კინემატოგრაფებს მასტერკლასები ჩაუტარდებათ

123

18 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში პროექტი “ალტერნატიული ტალღა” აიღებს სტარტს და 25 სექტემბრამდე გასტანს.

პროექტის ორგანიზატორები თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში და ზვიად ელიზიანი არიან. მათ შეარჩიეს ცხრა დაბალბიუჯეტიანი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. პროექტები განვითარდება სცენარის, საპრეზენტაციო მასალების, დაფინანსების სტრატეგიისა და წარმოების კუთხით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულნი იქნებიან სცენარისტები, ავტორები, რეჟისორები, გამოჩენილი კინემატოფრაფები. ისინი რჩევებს მისცემენ შერჩეულ ფილმებზე მომუშავე ჯგუფს.

“შერჩეულ პროექტთა ავტორებს საშუალება ექნებათ ინტენსიურად იმუშაონ პროფესიონალებთან. წელს თავი მოვუყარეთ ისეთ ნიჭიერ ადამიანებს, როგორებიც არიან: დიტო ცინცაძე, გელა ბაბლუანი, ალექსანდრე მინდაძე, ბერძენი სცენარისტი ნიკოს პანაიოტოპოლოსი, გერმანელი პროდიუსერი პიტერ რომელი, ფილმების ოპერატორი მინდია ესაძე. ამასთან, ყველა დაინტერესებული სტუდენტი დაესწრება მათ მასტერკლასებს”, – განუცხადა თინათინ ყაჯრიშვილმა რადიო “ფორტუნას” გადაცემა “არტ FM”-ს.

ფესტივალი უკვე მეორე წელია ინდუსტრიულ პლატფორმებს ეძღვნება და საინტერესო პროექტებზე მომუშავე ადამიანებს მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g