LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირვალიძე შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს

161

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე  შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თანამშრომლობა დავით  კირვალიძეს უკვე შესთავაზა:

დავით კირვალიძე არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიიონალი. მქონდა მასთან საუბარი მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა დაბრუნების თაობაზე.  მას დღეს უჭირავს  მნიშვენლოვანი საერთაშორისო პოზიცია, აქვს  კონკრეტული მიმართულებები ჩაბარებული და ამ მიმართულებებიდან მისი გამოსვლა რთულია. რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, შევთავაზე, დაეკავებინა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიცია.  არ არის გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით გაგვიწიოს დახმარება, მასთან აუცილებლად გვექნება პარტნიორობა ამა თუ იმ ფორმით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g