LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი მიზეზი, რატომ აბედნიერებს ადამიანს საშობაოდ სახლის ნაადრევად მორთვა

5510
Christmas-Home-Decor-Ideas

მოვრთოთ თუ არა სახლი საშობაოდ ნაადრევად? – კითხვა ყოველ წელს აქტუალური, პასუხი კი ინდივიდუალურია.

ადამიანებმა ზოგჯერ არ იციან სახლში როგორი ნაძვის ხე დადგან , ზოგიერთს უბრალოდ ეზარება, ზოგსაც არ უყიდია საახალწლო ატრიბუტი, ზოგისთვის კი უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელი ან მოსაბეზრებელია საახალწლო სამზადისი.

კაცია და გუნება, ზოგს რა მოსწონს და ზოგს რა, მაგრამ ფსიქოანალიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ადამიანები, რომლებიც ნაძვის ხეს ახალწლამდე ბევრად ადრე რთავენ, უფრო ბედნიერები არიან. მათთვის ვინც  ვერ ისვენებს, ვერ ელოდება ახალი წლის ღამეს და ერთი სული აქვს, როდის მორთოს ნაძვის ხე, ეს ამბავი არც მოულოდნელი და არც ახლის მთქმელია.

საშობაოდ სახლის ნაადრევად მორთვა განწყობას ამაღლებს

ბევრი ადამიანისათვის შობა უსაყვარლესი დღესასწაულია და სავარაუდოდ, ისინი უკვე დღეებს ითვლიან ამ ჯადოსნურ ღამემდე

ხოლო მათ ვისაც, ძალიან უყვარს შობა და ახალი წელი, მაგრამ მასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები (საახალწლო სამზადისი, საჩუქრების პარანოია, ხალხით გადაჭედილი ქუჩები თუ სავაჭრო ცენტრები) აღიზიანებს ან სტრესავს, გთავაზობთ, სამ მიზეზს, რომ კარგად დაინახოთ, როგორ შეიძლება განწყობა აგიმაღლოთ ან სულაც გაგაბედნიეროთ საშობაოდ სახლის ნაადრევად მორთვამ.

ნოსტალგია და მოგონებები

ნაძვის ხე, ფერადი ნათურები, ლამაზი დეკორაციები, ორცხობილები, გლინტვეინი – ყველა ეს ატრიბუტი შობის დღესასწაულთან ასოცირდება, თუმცა თავად ეს სამზადისი ბედნიერ და უზრუნველ ბავშვობასთან. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ  საახალწლო დეკორაციები ადამიანს ბავშვობის ტკბილ მოგონებებს ახსენებს, თავს უფრო ბედნიერად აგრძნობინებს და ცოტა ხნით ავიწყებს იმ პასუხისმგებლობებსა და სტრესს, რომელიც ბუნებრივია ზრდასრული ადამიანის ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.

მათ ვისაც, უბრალოდ ქვეცნობიერად გჯერათ, რომ  საახალწლო დეკორაციები მაგიური ძალის მატარებელია და როგორი განწყობითაც შეხვდებით ამ დღეს, ისეთი წელი გექნებათ, ეს მიუთითებს, რომ შინაგანად ბავშვი ხართ.

,,საახალწლო დეკორაციებს აქვთ მაგიური ძალა ზრდასრული ადამიანი ბავშვობაში დააბრუნოს და მას სასიამოვნო მოგონებები გაახსენოს“, – ამბობს ფსიქოანალიტიკოსი სტივ მაკკოენი.

დაივიწყეთ ერთფეროვნება ყველგან და ყველაფერში, არ დაიზაროთ,  ჩართეთ კრეატივი და თუნდაც, რამდენიმე თვით შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ.

 

 

ალტრუიზმი

ახალ წელს საყვარელი ადამიანისთვის, ოჯახის წევრისთვის თუ მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვა ერთგვარი ტრადიციაა. დარწმუნებულები ვართ, რომ სამსახურშიც რომელიმე თანამშრომლის საიდუმლო სანტა ხართ. მართალია, საქმე არც ისე მარტივია, გარდა იდეისა, ფინანსებიც უნდა გეყოთ, მაგრამ სანაცვლოდ იღებთ ემოციურ ვალუტას -ბედნიერებას.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში ადამიანების ორ ჯგუფს მისცეს გარკვეული თანხა, ნაწილს შეეძლო დაეხარჯა საკუთარ თავზე, ნაწილს კი სხვაზე. აღმოჩნდა, რომ  ისინი, ვინც სხვა ადამიანებს დაახარჯეს ფული, უფრო ბედნიერები იყვნენ. როდესაც სხვებისთვის რამეს ვაკეთებთ, ჩვენს ტვინში აქტიურდება ის სტრუქტურები, რომლებიც დაკავშირებულია სიამოვნების მიღებასთან.

კომუნიკაბელურობა

კვლევების თანახმად, საშობაოდ სახლის ნაადრევად მორთვა არა მხოლოდ თქვენ და თქვენს ოჯახს გავსებთ სადღესასწაულო მხიარულებით, არამედ სხვა ადამიანებსაც უქმნის საზეიმო განწყობას. თავისუფლათ შეგიძლიათ, მარტივი და ორიგინალური ხერხით, სხვებიც დამუხტოთ დადებითი ემოციით.

ასეთი მიდგომა კი ადამიანებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.კერძოდ, თუ სახლის გარე ფასადს, აივანს თუ სხვა დეტალს საახალწლო დეკორაციებით მორთავთ, მეზობლები თქვენ უფრო მეგობრულად აღგიქვამენ.

 

ცნობისთვის, საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს გერმანიიდან იღებს. XVI საუკუნეში მარტინ ლუთერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, ქვეყნის თითქმის ყველა ოჯახის მაგიდაზე მსგავსი თაიგული გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ხის ტოტი, ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში გაიზარდა.

ნავის ხის ტრადიცია ევროპაში ფართოდ,  XVIII-XIX  საუკუნეში გავრცელდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურამ შეცვალა.

დღევანდელ ეპოქაში, ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. ეს უცვლელი ტრადიცია დღეს ყველა ადამიანს აერთიანებს. მსოფლიოში მილიონობით ხე იყიდება. კომპანიები, მაღაზიები, სასტუმროები თუ მუზეუმები წლიდან წლამდე სადღესასწაულო ნაძვის ხეებს სიმდიდრესა და ორიგინალურობას მატებენ.

გვჯერა, რომ სიახლის და იმედის მომტანი ახალ წელი, ჩვენი სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდევს დასაბამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g