თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყვარებია. უფიქრია, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, რომელთან ერთად მთელ ცხოვრებას ხელიხელ ჩაკიდებული გაატარებდა, გაუზიარებდა დარდს და სიხარულს. ამ დამოკიდებულების ლოგიკური დასასრული კი ქორწინებაა. ორი ხელმოწერით, სიყვარულის დაკანონება.
ახალდაქორწინებულთა უმეტესობა, საქორწინო ცერემონიაზე ერთმანეთისთვის მიცემული სიტყვის და ყველა იმ ემოციიის შემდეგ, რასაც ისინი ამ დღეს გრძნობენ, არც კი უშვებენ, რომ შესაძლებელია დადგეს დღე, როდესაც ეს “ზღაპარი” დამთავრდება და ერთად აღარ იქნებიან.
თუმცა მკაცრი რეალობა ასეთია, ქორწინებები სრულდება და და სიტყვები “ერთად ვიქნებით ჭირშიც და ლხინშიც, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ” – ხშირად შეუსრულებელი რჩება.
გადავხედოთ მსოფლიო სტატისტიკას, ქორწინებისა და შემდგომი განქორწინებების თანაფარდობას:
შედეგი ასეთია:
აფრიკის ქვეყნების უმეტესობის გარდა, სადაც ქორწინება, როგორც ჩანს, მაინც რჩება რიტუალად და ღმერთებისადმი ფიცის მიცემად, სტატისტიკა უბრალოდ საგანგაშოა.
განვითარებული ქვეყნებიდან მეტ-ნაკლებად უკეთესი სტატისტიკაა ჩილეში, ბოსნიასა და ტაილანდში. იქ განქორწინებების პროცენტული მაჩვენებელი ქორწინებების 10%-მდე მერყეობს. ამის მიზეზი შესაძლებელია ამ ქვეყნის მოქალაქეების რელიგიურობაც იყოს. ამ სამ ქვეყანაში გაბატონებულია სამი სხვადასხვა რელიგია. ჩილეში უმეტესად კათოლიკეები არიან, ბოსნიაში მუსლიმები, ტაილანდში კი ბუდისტები. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ზოგადად, რელიგიურობას დადებითი გავლენა აქვს ქორწინების ინსტიტუტზე.
მსოფლიოს დიდ ქვეყნებს შორის, ჩინეთს, ბრაზილიას, თურქეთსა და იტალიას შედარებით კარგი მაჩვენებლები აქვთ. შეერთებულ შტატებში, ტრადიციულად, ქორწინებისადმი დამოკიდებულება უფრო ზედაპირულია და აქ სტატისტიკაც შესაბამისია – ნახევარზე მეტი ქორწინება განქორწინებით სრულდება.
საგანგაშოა სტატისტიკა გვაქვს პორტუგალიასა და ესპანეთში, სადაც ქორწინებების 70% განქორწინებით მთავრდება. ასევე რთული მდგომარეობაა რუსეთში, აქ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ქორწინებების 58% შემთხვევაში წყვილი ერთმანეთს შორდება.