LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი საკონცერტო სეზონს ქუთაისის საოპერო თეატრში გახსნის

193

23 სექტემბერს ქუთაისის საოპერო თეატრში საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი საკონცერტო სეზონს გახსნის, ხოლო 26 სექტემბერს იგივე პროგრამითა და სოლისტებით სიმფონიური მუსიკის საღამოს რუსთაველის თეატრში გამართავს.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტებს გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს. შესრულდება იან სიბელიუსის Valse Triste და ფრედერიკ შოპენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N1 და N2.

კონცერტები ქართველი დირიჟორის – თენგიზ ჭუმბურიძის ხსოვნას მიეძღვნება. სოლისტები მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი – ნუცა კასრაძე და არაერთი საერთაშორისო კონკურისის გამარჯვებული, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი პიანისტი და პედაგოგი მერაბ ებრალიძე იქნებიან.

კონცერტები ქართველი დირიჟორის, თენგიზ ჭუმბურიძის, ხსოვნას მიეძღვნება.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი კონცეპტ არტი და კომპანია ბადაგონი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118 08

26 სექტემბერს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებ, გვერდის საშუალებით www.biletebi.ge

14329071_1182841085087957_780401476_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g