LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გზატკეცილზე საცობების გამო ხალხი მანქანებს შუა ქუჩაში ტოვებს – როდის დასრულდება სამუშაოები

404
კახეთი

გადათხრილი ქალაქი, ყველა უბანში ერთდროულად მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გაუსაძლისი საცობები და საზოგადოების მთავარი კითხვები – რატომ დაიწყო თბილისის ყველა გზის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, რატომ იცვლება გზის საფარი ასეთი სიხშირით, როდესაც ექსპლუატაციის ვადა მინიმუმ 10-15 წელია და როდის დასრულდება თბილისის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთის – კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია, ამ საკითხებზე კითხვები რადიო “ფორტუნამ” მერიის პრესსამსახურს გაუგზავნა. დღის მეორე ნახევარში ამ საკითხებზე ერთი პასუხის გვაქვს – ეს არის კახა კალაძის ოფიციალური განცხადება, რომელიც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება. თუმცა მანამდე სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ეს განცხადება თავის დროზე თავად კალაძემ გააკეთა. 23-კილომეტრიან გზაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.

„კახეთის გზატკეცილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელსაც თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს. სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. შეიძლება სულ რამდენიმე დღე გადაცდეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, GWP-მ დაზიანებული ქსელი აღმოაჩინა და მისი ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო. ამდენად, ისნის პანდუსთან განთავსებულ 120-მეტრიან მონაკვეთში განახლებული ქსელი გვექნება. მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული იმისთვის, რომ წლების შემდეგ რაიმე პრობლემამ თავი არ იჩინოს. პროექტი იდეალური იქნება, როდესაც დასრულდება თავისი გამწვანებითა და განათების სისტემით. ნოემბრის ბოლოს საგზაო მოძრაობა გახსნილი უნდა იყოს და ავტომობილებს შეუფერხებლად უნდა შეეძლოთ გადაადგილება. პარალელურ რეჟიმში, განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ გავალამაზოთ, გავამწვანოთ, განათების ბოძები შევცვალოთ და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადაჭიმული, მიწის ქვეშ განვათავსოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, იწარმოებს საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.

 

ნახეთ ჩვენი ვიდეოსიუჟეტი:

როდის დაიწყო არ ახსოვთ, როდის დამთავრდება არ იციან: მერიის დაუსრულებელი გზები (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g