LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთით მეტი დასვენების დღე – საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა გაიზრდება

158
saq-uqme-dre

საქართველოს მოქალაქეებმა, შესაძლოა, ერთით მეტი დღით დასვნების უფლება მიიღონ. საქმე ისაა, რომ „შრომის კოდექსში“ ცვლილება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარადგინა.

როგორც bpn.ge იუწყება, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები 14 მაისის, თამარ მეფის ხსენების დღის – სამშობლოს დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იქნება და ყოველ წელს, 14 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სახალხო დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება.

შესაბამისად, კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალს დაემატება – 14 – მაისი ,,სამშობლოს დღე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g