LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შუშის ბოთლების წარმოება იგეგმება

354

ჩინელი ინვესტორები საპარტნიორო ფონდთან შუშის ბოთლების წარმოების პროექტს განიხილავენ.  როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, პროექტი „ჩინეთის ნაციონალური იმპორტ-ექსპორტის კორპორაციასთან“ (CNTIC), „ჩინეთის შუშის ინდუსტრიის, დიზაინისა და კვლევის ინსტიტუტთან“ (CNBM) და „TouchStone Financial Group Holdings ltd”-სთან ერთად განიხილება.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შუშის ბოთლების წარმოების საინვესტიციო პროექტის დეტაებზე იმსჯელეს.

“ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ბიზნესის დაწყებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განიხილავენ. ჩინელი ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან. საქართველოში შუშის ბოთლების წარმოება იმპორტს ჩაანაცვლებს, ადგილზე წარმოებულ პროდუქციას გააიაფებს და სამუშაო ადგილებს შექმნის,”- განაცხადეს საპარტნიორო ფონდში.
ცნობისთვის, შუშის წარმოების დაწყების საკითხი საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს წრეებთნ შეხვედრის დროს შეთანხმდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ფონდის მენეჯმენთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით ამა წლის მარტში იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები