“ბატონ გახარიას თამადობით, ყველა დაჯდეს და “იუთუბზე” ნიურბერგის პროცესს უყურონ, ძალიან ბევრ სასარგებლო გაკვეთილს გამოიტანენ ამ დოკუმენტური ფილმიდან”, – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რასაც ხელისუფლება დღეს ეყრდნობა სპეცდანიშნულების რაზმია.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პარლამენტთან შეკრებილებს პარლამენტის პიკეტირებისკენ მოუწოდებს.
ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას - გრიგოლ ვაშაძე
“ერთი რამე მინდა ვთქვა, ბატონ გახარიას თამადობით, ყველა დაჯდეს და “იუთუბზე” ნიურბერგის პროცესს უყურონ, ძალიან ბევრ სასარგებლო გაკვეთილს გამოიტანენ ამ დოკუმენტური ფილმებიდან. იმიტომ, რომ ისინიც ამას ამბობდნენ, ჰიტლერმა დაგვავალა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავითო. ძაან შუაში ხართ ბატონებო სულ ყველა. მორალურ პასუხისმგებლობას ხომ აგებთ და დანარჩენს კანონი განსჯის. აღარ შეიძლება ამის მოთმენა, როდესაც თავზე გადაგახიეს ყველაფერი, რაც დემოკრატიის ფუძეს შეადგენს ამ ქვეყანაში – პარლამენტიც, კონსტიტუციაც, კანონმდებლობაც და ერთადერთი დაყრდნობილია სპეცრაზმზე. გუშინ მთელი ღამე გავათიე პარლამენტთან და 30 ავტობუსი მოიყვანეს ამ საბრალოებმა. 1000 პოლიციელით. იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ”, -აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.