LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

140
69837167-800433973710659-5024200129511424000-n

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმართულებით არ გაატარეს სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშის ტომრებითაა დატვირთული. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, პარლამენტამდე ტომრები თავად წაიღონ, რასაც უკვე სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ქართულ ოცნებასთან" მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობს

„შეცვალეს“ აქტივისტები სკანდირებენ „წადი“!

მანამდე პოლიციელსა და გიგი უგულავას შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. უგულავამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძეს განმარტებები მოსთხოვა, თუ რატომ არ უშვებენ აღნიშნულ მანქანას აქციის ტერიტორიაზე, რაზეც ბუხრაძემ უპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება.

სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოიქცევიან – მამუკა მდინარაძე

 

“სადმე წერია, რომ სილის შეტანა არ შეიძლება… არ შემატანინებ რა, ძველი ბიჭი ხარ თუ რა? პოლიციელი ხარ და მოიქეცი როგორც პოლიციელი. მოქალაქეებს ნუ უშლი თავისი კანონიერი უფლების განხორციელებას“ – მიმართა გიგი უგულავამ სამართალდამცველს და კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

უგულავას განმარტებით, ქვიშით სავსე ტომრები “კარვების დასამაგრებლად” სჭირდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g