LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ ოცნებასთან” მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობს

154
shecvale-ocnebastan

“ქართული ოცნების” ოფისთან ამ წუთებში, მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებს სურვილი ჰქონდათ პარტიის შენობის წინ, ასფალტზე გაეკეთებინათ წარწერა “შეცვალე”, „წადი” და “სისტემა უნდა დაინგრეს”, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. სოწრედ ამიტომ მათ შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოქალაქე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

დააკავეს თუ მოარიდეს: პოლიციამ აქციიდან ნასვამი ახალგაზრდა წაიყვანა (ვიდეო)

 

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მისვლისას „ქართული ოცნების“ ოფისში შუქი ჩააქრეს. დაპირისპირების მიუხედავად, საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან“ საღებავით თავიანთი მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც დაწერეს.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

უგულავას განმარტებით, ქვიშით სავსე ტომრები "კარვების დასამაგრებლად" სჭირდებათ.

„შეცვალეს“ აქტივისტები სკანდირებენ „წადი“. ისინი აცხადებენ, რომ აქციის დასრულებისას კვლავ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები