LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც მცემეს, საავადმყოფოს კარი დამიკეტეს – “შეცვალეს” აქტივისტი

103
678098

“როდესაც მცემეს, მივედი და საავადმყოფოს კარი დამიკეტეს. იმ დღეს არ ჩამიტარდა ექსპერტიზა. დღეს, როდესაც ცემის კვალი აღარაა, იძულებით წამომიყვანეს ქუთაისში ექსპერტიზაზე” – ამის შესახებ მოძრაობა “შეცვალეს” ჩხოროწყუს ორგანიზაციის აქტივისტმა ოთარ შენგელიამ განაცხადა.

30 იანვარს ის “ქართული ოცნების” წევრმა სცემა, თუმცა ჯანმრთელობის ცნობა ვერ აიღო, რადგან საავადმყოფომ, როგორც ამბობს, მას კარი ჩაუკეტა და შესაბამისად ექსპერტიზაც ვერ ჩაუტარდა.

როგორც ოთარ შენგელია აცხადებს, ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ მის მიერ ჯუმბერ იზორიასთვის დასმულ მწვავე შეკითხვებს უკავშირდება.

“ეს ხდება ჯუმბერ იზორიასთვის მწვავე კითხვების დასმის გამო და ამგვარად, ცდილობენ დამაშინონ. ჯუმბერ იზორია კონტრაბანდას მფარველობს და ცდილობს ყველა გააჩუმოს”, – აცხადებს შენგელია.

შენგელია ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შემოწმებაზე დღეს, 13 თებერვალს მიიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები