LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ინფრასტუქტურის სამინისტროსთან ჭურჭლით წყალი მიიტანეს

95
82293611-1501257720052731-1024145113623822336-n

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ინფრასტუქტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი ამით ბაკურიანსა და გუდაურში წყალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ზამთრის კურორტებზე ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი შეხვდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მინისტრს მაია ცქიტიშვილს წყლით სავსე ჭურჭელი დაუტოვეს.

აქციის მონაწილეებსა და სამინისტროს შენობის დაცვის თანამშრომლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, რომელიც აქტივისტების მხრიდან შენობის ფასადზე სტიკერების მიკვრას მოჰყვა. მოძრაობის წევრებმა  „შეცვალეს“ სტიკერების მიკვრა სცადეს, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ არ მისცეს.

„კარს არ გვიღებენ, გვინდა, მოძრაობა „შეცვალეს“ სახელით დავუტოვოთ ეს ჭურჭელი მინისტრს. ვინაიდან მან არა თუ ვერ მოახერხა წინასწარ ზომების მიღება უწყლობის პრობლემასთან დაკავშირებით ტურისტულ არეალში, არამედ უშუალოდ ამ პრობლემის დაწყებიდან 8 დღის შემდეგ ჩავიდა ადგილზე და დღემდე ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა. გვსურს, დავუტოვოთ ეს ჭურჭელი, რომ ამ ინვენტარით მაინც ჩაიტანონ წყალი ბაკურიანში“ ,- განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ქეთი გელიაშვილმა.

რაც შეეხება დღეის მდგომარეობით ზამთრის კურორტებზე არსებულ პრობლემას, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელსაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს და პრობლემა უახლოეს დღეებში საბოლოოდ მოგვარდება.

„ჩამოდი და იჭყუმპალავე“ – აქტივისტების პერფომანსი და კომოს ტბა პარლამენტთან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები