„ჩამოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში“ – ამ ლოზუნგით პარლამენტის გვერდით შესასვლელთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. მათ შენობასთან მცირე ზომის წყლის ჭურჭელი მიიტანეს და ამ ფორმით, არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე ვიზიტი გააპროტესტეს.
მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ამბობენ, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ძვირადღირებულ სასტუმროებში არ უნდა ისვენებდეს.
ფოტოები, სადაც ჩანს, რომ არჩილ თალაკვაძე მილანში ნამდვილად გაფრინდა (ფოტოები)
შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძე და კახა კალაძე კომოს ტბაზე მეგობრის – გიორგი ბარმენაშვილის დაბადების დღეზე იყვნენ ჩასულები, რასაც თალაკვაძე გუშინ, მთელი დღე უარყოფდა.
კანდელაკი თალაკვაძეს: წუხელ, შემთხვევით ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად ხომ არ ჩამოფრინდით