პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავა. პოლიციელებმა ახალგაზრდა პარლამენტის კიბეებიდან გამოიყვანეს და საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ერთ ეპიზოდში იძახის კიდეც – არ გავრბივარ. თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან პოლიციელს ხელი დაარტყა.
ახალგაზრდის დაკავებას პოლიციელების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა, განსაკუთრებით, როგორც ვიდეოში ჩანს, არასრულწლოვანი აქტიურობს, რომელიც პოლიციელებს აგინებს.
პოლიციის თანამშრომლებს ჟურნალისტების კითხვისთვის თუ რატომ დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, პასუხი არ გაუციათ.
აღსანიშნავია, რომ როგორც ჩვენი კორესპოდენტი გვატყობინებს, დაკავებული ახალგაზრდა ნასვამი იყო, რაც პოლიციელებმაც დაადასტურეს. თუმცა საპატრულო პოლიცია დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.
ერთ-ერთი თვითმხილველი კი აი რას ამბობს: