ავიაკომპანია „ვიზეარი“ დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შვიდი ახალი მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს.
ქუთაისის აეროპორტი დღეს პირველად ბერლინის ახალი რეისით საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს მიიღებს.
დღესვე, „ვიზეარი“, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, თავის 25-ე ბაზას გახსნის საქართველოში.
ავიაკომპანია ახალი AirbusA320 ტიპის თვითმფრინავით ქუთაისის აეროპორტიდან 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას ამატებს: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი), ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი.
ავიაკომპანია ასევე თავის მგზავრებს სთავაზობს 70 სხვადასხვა მიმართულებას ბუდაპეშტის, კატოვიცეს, სოფიას, ვილნიუსის და ვარშავას ბაზებიდან – რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებასმისცემს იმოგზაუროს მთელს ევროპაში „ვიზეარის“ ყველაზე დაბალი ფასებით.