LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მომიწია ხელით შეხება… იწევდა უწმინდესისკენ” – მეუფე იაკობი მამა პეტრეზე

176
ფგფ

“რა თქმა უნდა, იწევდა უწმინდესისკენ და რომ იწევდა არავის არ ვაპატიებ, პეტრეს კი არა მთელი ჯარი რომ შემოვიდეს, სანამ პირში სული მიდგას”, – ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აღიარა, რომ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ხელით შეეხო. ამის შესახებ მეუფე იაკობმა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მეუფე პეტრე პატრიარქისკენ იწევდა და მის შესაჩერებლად სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც მეუფე პეტრე ყვება, ამ შეხლა-შემოხლის დროს მამა პეტრეს პანაღია (ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ეპისკოპოსს გულზე ჰკიდია) ჩამოწყდა.

“ჩამოწყდა, დატოვა დედა ღვთისმშობელმა” – თქვა მეუფე იაკობმა.

„ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის“ - პეტრე ცაავა (ვიდეო)

მღვდელმსახურების საბერძნეთის ეკლესიაში გაგრძელების შესახებ, პეტრე ცაავამ ჭორი უწოდა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მეუფე პეტრე მღვდელმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს და ის წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა. რაც შეეხება მეუფე იაკობს, მისი განცხადებით, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მას მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.

გამწესება მონასტერში პეტრეს და გაფრთხილება იაკობს – რა წერია სინოდის სხდომის ოქმში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g