ტინა ტერნერმა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია თაყვანისმცემლებს „ტვიტერის“ საშუალებით მიაწოდა. ლეგენდარული მომღერალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა სოციალურ ქსელში და 80 წლის იუბილეზე განაცხადა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია: „დიახ, 80-ის ვარ, როგორ ვგრძნობ თავს? გადასარევად გამოვიყურები, გადავიტანე მძიმე დაავადებები, სიმსივნე და ინსულტი. ახლა ცხოვრებამ მეორე შანსი მომცა. უბედნიერესი ვარ“, – წერს ტერნერი.
ტინა ტერნერს სიმსივნის დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს და ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად მომღერალმა კიბოს დამარცხება შეძლო. ცოტა ხნის შემდეგ მან ინსულტიც გადაიტანა, თუმცა დღეს თავს კარგად გრძნობს.