“ნაციონალური მოძრაობის” აქციის მიმდინარეობისას, “ვარდების მოედანზე” ცოცხგამობმულმა დრონიმ გადაიფრინა. იქ, სადაც პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, დრონიმ ცაზე რკალი შემოხაზა და გადაადგილება განაგრძო. მომხდარს აქციის მონაწილეებში უკმაყოფილება და პროტესტი მოყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა “ვარდების მოედანზე” დღეს აქცია გამართეს, სადაც მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. მოგვიანებით, შეკრებილებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.
