ინტერნეტში გამოჩნდა პირველი თრეილერი FX-ის ახალი სერიალიდან „ტაბუ“, სადაც მთავარ როლს ტომ ჰარდი ასრულებს. BBC One-ის მაყურებელი სერიალს 2017 წლის დასაწყისში იხილავს. ფილმმა ჯერ კიდევ გამოსვლამე გამოიწვია დიდი მითქმა-მოთქმა, რადგან რამდენიმე სცენაში ტომ ჰარდი შიშველია გადაღებული.
სერიალში მოქმედება 1800 წელს ვითარდება. მთავარი გმირი, ჯეიმს კეზიახ დელეინი აფრიკაში 10 წლიანი ცხოვრების შემდეგ ლონდონში ბრუნდება და იგებს, რომ მამამ მას გარდაცვალებამდე დიდი ქონება დაუტოვა. მთავარი გმირი იმასაც არკვევს, რომ მამიმისი მოკლეს და შურისძიების ისტორიაც აქედან იწყება.