LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისკების შემცირება და ადრეული შეტყობინების სისტემა: 7 წლიანი პროექტი მედიას გააცნეს

237
78764711-462230878036655-8694768765100883968-n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებში მედიის მნიშვნელობისა და როლის ხაზგასმას.

შეხვედრის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა მოისმინეს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შესახებ დაგეგმილი ღონისძიებების და ამ პროცესებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე.

ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით, იმსჯელეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და მასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

 

კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეები – გარემოს სამინისტროს პროექტი დაიწყო

პროექტი “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეების ექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g