LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა “მომავლის პროექტების” 3D პრეზენტაცია მოაწყო

59

ჩვენ ვნახეთ გუშინდელი დღე და ვხედავთ დღევანდელს, ახლა კი შევალთ და ვიხილავთ მომავლის საქართველოს, რომელიც თანდათან უკვე რეალობა ხდება,–ამ სიტყვებით შეუძღვა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც „მომავლის პროექტების“ პრეზენტაცია გამართა.

ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია, სივრცითი განვითარება, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე საქართველოში“, განახლებადი ენერგიის წყაროები, ეკოლოგიური საქართველო, „სტარტაპ საქართველო“ „ბიზნეს სახლი“ და ერთიანი ფრონტ–ოფისი, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლება საქართველოში, „უმასპინძლე საქართველოში“– ეს ის პროექტებია, რომლებმაც, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მომავალი წინსვლა, კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები ახალგაზრდებს 3D ინსტალაციით წარუდგინა.

„ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს საქართველოს – განვითარებულ, პროგრესულ ქვეყანას, უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე განათლებით, ახალი საწარმოებით, წელში გამართული სოფლით დამოვლილი ბაღ-ვენახებით, ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო საქართველოს განვითარების ხედვა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საქართველო იქნება კიდევ უფრო თავისუფალი, ეკონომიკურად წელში გამართული, თანამედროვე ტექნოლოგიებით, კონკურენტუნარიანი სპეციალისტებით, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებით, ძლიერი სოფლით დაქალაქით, დაცული ეკოლოგიითა და ხელშეუხებელი ადამიანის უფლებებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g