LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიზანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან შვიდი დევნილი ოჯახი გამოასახლეს

171
1575410762-78507588-10212460801593854-3730899057648861184-o

გუშინ, გვიან ღამით თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობიდან შვიდი დევნილი ოჯახი გამოასახლეს. შესახლებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია, ეს ოჯახები ადგილზე 5 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათ იცოდნენ, რომ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.

დევნილები იმასაც ამბობენ, რომ ისინი შპს „ნინოს“ მოთხოვნით გამოასახლეს, რომლის კუთვნილებაც არის აღნიშნული შენობა.

“ვიყავით ქუჩაში იძულებით ბავშვებთან ერთად და შევედით, 5 თვეა უკვე ვცხოვრობთ. დღეს ქალბატონი მარტო იყო დარჩენილი დილით, შეუვარდნენ ნაჯახით, შეუმტვრიეს კარი, გამოიყვანეს წიხლის ცემით და შევიდნენ თვითონ შიგნით. ახლა პოლიცია დგას და არ გვიშვებენ შიგნით, ბავშვები გვყავს ქუჩაში,”-ამბობს ერთ-ერთი დევნილი, გოგა თოლორდავა.

ფოტო-პირველი არხი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g