LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტივოლის ბაღებში ზღაპრული სამყარო გაცოცხლდა – ევროპაში საუკეთესო საშობაო განათება კოპენჰაგენს აქვს

305
copenhagen-cristmas-park

საშობაო განწყობა თითქმის ყველგან იგრძნობა, თუმცა თუკი განსაკუთრებული და განსხვავებული დღესასწაული გსურთ მაშინ კოპენჰაგენს, ტივოლის ბაღებს უნდა მიაკითხოთ.

ულამაზესი ბაღი შობას წელს 26–ედ აღნიშნავს და მთელი პარკი მილიონობით მოციმციმე ნათურით შეამკეს. ნაძვის ხე კი სვაროვსკის კრისტალებით მორთეს.

ეს ყველაფერი არ არის და საშობაოდ ათასზე მეტი ხის მორთვა და 70 ათასამდე დეკორაციის დადგმაა დაგეგმილი.

ბუნებრივია, ამდენი სილამაზე ვიზიტორებს ძალიან მოაშიებს და დაპურებას ისინი საშობაო მარკეტების ტერიტორიაზე შეძლებენ. ხოლო, მათთვის ვისაც საშობაო საჩუქრების შეძენა სურს, 60–მდე დახლი განთავსდება და საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი იქნება.

განსხვავებული გამოცდილების მიღების მსურველებს სანტას სახლი დაელოდება, სადაც ელფები ტკბილეულს დაამზადებენ და მათი გაფორმების საშუალება ვიზიტორებსაც მიეცემათ.

ყოველ საღამოს ტივოლის ტბა ნამდვილ საოცრებად გადაიქცევა და სტუმრებს მუსიკისა და სპეც–ეფექტების შოუს შესთავაზებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g