ხალხს მიეცემა შესაძლებლობა მეტი ნაზუქი გაყიდოს – საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, სურამში, ე.წ. ნაზუქების უბანთან, ახალ გზასთან მოედანი მოეწყობა, სადაც ადგილობრივები შეძლებენ მეტი ნაზუქი გაყიდონ.
ქარსელაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა მაგისტრალური გზების სოციალურ ასპექტებსზე.
„მაგისტრალურ გზებში სოციალური ფაქტორიც გათვალისწინებულია. სურამში, ნაზუქების უბანთან, ახალ გზასთან მოედანი მოეწყობა, სადაც ხალხს ექნება საშუალება საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით განავითარონ ბიზნესი, მეტი ნაზუქი გაყიდონ. იგივე ეხება შორაპნის ცნობილ ბაზრობას და ზესტაფონში ე.წ. ყავის უბანს,”-აღნიშნა ქარსელაძემ.
ცნობისთვის, ხაშურის შემოვლითი 13-კილომეტრიანი გზა 2020 წელს გაიხსნება.