15 დეკემბრიდან „რუსთავი 2 “-ზე ახალი მუსიკალური მეგაშოუ „დიდი სცენა“ იწყება. მის ჟიურიში საზოგადოებისთვის ცნობილი მუსიკოსები, ნატო მეტონიძე, სალომე კორკოტაშვილი და გიორგი ცაგარელი არიან.
უკვე გავრცელდა პირველი პრომო პირველი გადაცემიდან, რომელიც კასტინგის ტურს ასახავს.
სალომე კორკოტაშვილი ერთ-ერთ კონკურსანტზე ამბობს: „დიდი ხანია, საქართველოში ასეთი ვოკალისტი არ მინახავს“, რის გამოც ნატო მეტონიძის უცნაურ გამოხედვას იმსახურებს…