LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშიძე-კარასინი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ისაუბრებენ

147

პრაღაში ხვალ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე დასასწრებად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი, ჩეხეთში რამდნეიმე საათის წინ გაემგზავრა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბარი იქნება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე.

როგორც გამგზავრების წინ, აბაშიძემ განაცხადა, ქართული მხარე ელოდება კარასინისგან ამ თემაზე ახალ წინადადებებს.

„იანვრიდან საკმაოდ გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაგრამ თუ არის რაიმე წინსვლა, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ,“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში დაიწყება ქართული კინო-არქივის დაბრუნება საქართველოში.

magti 5g