თეთრ სახლში ობამებმა ბოლო სახელმწიფო ვახშამი გამართეს, ღონისძიებაზე ყველას ყურადღება აშშ-ს პირველი ლედისკენ იყო მიპყრობილი. მიშელ ობამა გრძელ, „ვერსაჩეს“ ბრჭყვიალა კაბაში თავადაც ბრწყინავდა.
პრეზიდენტმა და მისმა ცოლმა სამშაბას თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი და მისი ცოლი აგნეს ლანდინი მიიღეს ოფიციალური ვიზიტით, ამასთან, რეზიდენციაში ბოლო ვახშამიც გაიმართა, რომელსაც პოლიტიკოსები, დიზაინერები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბარაკ ობამამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მათი სტუმარი, მატეო რენცი ევროპას ახალ ხედვებს, ღირებულებებს ენერგიას და ოპტიმიზმს შესძენს.