მესტიაში წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 2 ახალი რეზერვუარისა და წყლის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის ძირითად სამუშოაებს მოიცავს.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ლანჩვალის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 მ3 მოცულობის რკინაბეტონის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს, შგედის ტერიტორიაზე 1000 მ3 მოცულობის რკინა-ბეტონის რეზერვუარის მშენებლობა; ზაარგაშის ტერიტორიაზე კი წყლის გამწმენდი და საოპერატორო ნაგებობების კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 250 მმ დიამეტრის წყლის მაგისტრალურ მილსადენს გაიყვანენ, რომლის საერთო სიგრძე 7 120 მეტრია.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
პროექტი 2016 ბოლოს დასრულდება.