LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლობიანების ჭამით ბარბარობა იზეიმა “მორწმუნე ერმა”… ყარს ჩვენი სიყალბე… საქართველომ წმინდა ბარბარეს კიდევ ერთი ბავშვი მოუკლა – თამაზ ლომიძე

1276
58961494-2417345341650420-7023298468525375488-o

მიუნხენში წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, თამაზ ლომიძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დღეს, ლობიანების ჭამით ბარბარობა რომ იზეიმა “მორწმუნე” ერმა, ძალადობისგან სასოწარკვეთილმა, 15 წლის ბავშვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მეტი როგორღა უნდა გვამხილოს ღმერთმა, რომ ჩვენი “მორწმუნეობის” და “წილხვედრობის” მყრალი სიყალბე დავინახოთ?! ყალბია და საზიზღარი ფარისევლობაა ჩვენგან ამ დღესასწაულების აღნიშვნა, როცა ამ დროს ჩვენს გვერდით გამწარებულ ბავშვს აღმოხდება, “ამ ცხოვრების დედა”-ო და შემდეგ ამის გამო მოძალადე ჯალათებისგან არაადამიანურად დასჯილი თავს მოიკლავს. ყარს ჩვენი სიყალბე! ისიც იცოდეთ, რომ წმ. ბარბარე ბავშვების მფარველია და ამ ბარბარობას საქართველომ მას კიდევ ერთი ბავშვი მოუკლა”, – წერს დეკანოზი

შეგახსენებთ, გუშინ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.

“მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. მას წინ უძღოდა “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

იქნებ გავიაზროთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ – მეუფე მელქისედეკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g