LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, მეორე ტურში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ

99

ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაპარტიელების ნაწილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ. ერთობლივი განცხადება დღეს
დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა გააკეთეს.

„რამდენიმე დღეში მეორე ტური იქნება. პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატები: კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. აქ ალტერნატივა არ არსებობს და მე ჩემს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზეზითაც ან რა საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად, 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

mazda magti 5g