აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებით, საქართველოში ამერიკის ელჩად, პროფესიით ჟურნალისტი, კელი კოლინ დეგნანი დაინიშნა. მანამდე დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველი იყო. საჯარო ინფორმაციის თანახმად, მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. დეგნანს ასევე ეკავა დიპლომატიური თანამდებობები თურქეთში, კოსოვოში, ავღანეთსა და იტალიაში. ის აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი იყო. ფლობს იტალიურ, ფრანგულ და თურქულ ენებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იან კელის უფლებამოსილების 3-წლიანი ვადა ამოეწურა. აღნიშნული თანამდებობა წელიწადზე მეტხანს იყო თავისუფალი.
ელჩის მოვალეობას იან კელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.
ვწუხვართ – აშშ-ს საელჩო მოსამართლეების უვადო არჩევაზე