LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიანა ჩოლოიანი ბადრაგთან ერთად თავისუფლად გადაადგილდება

1037
BeFunky-collage (8)

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, რომელიც პროკურატურიდან საკაცით გაიყვანეს და ცოტა ხნის წინ,  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  გადაიყვანეს, დღეს ხელბორკილების გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა.

პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელო”  ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ მარიანა ჩოლოიანი ბადრაგთან ერთად დამოუკიდებლად გადის და სიგარეტს ეწევა.ლელოს წევრები ამბობენ, რომ ჩოლოიანს მთელი სისტემა მფარველობს.

მარიანა ჩოლოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა, რის შემდეგაც ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე დააკავეს, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამომძიებელი, რომელმაც ლუკა სირაძე დაკითხა, რის შემდეგაც 15 წლის მოზარდი მეცხრე სართულიდან გადახტა, ადვოკატის მტკიცებით, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მხოლოდ ჟესტების ენით საუბრობდა. ამის გამო მას ბრალი პალატაში წაუყენეს.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/296469924601775/?v=296469924601775

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი

გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 10 დეკემბერს, ჩოლოიანმა, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლუკა სირაძე.

როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლუკა სირაძეს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. უარის შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

“მას სთხოვდნენ, იძულების წესით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ” – სახალხო დამცველი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g