დანით დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. საუბარია, 18 დეკემბერს, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი საპატრულო ეკიპაჟის წევრი დაჭრა.
ბათუმში პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრეს - როგორია პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ვიდეო)
რა გახდა პოლიციელის დაჭრის მიზეზი
ოთარ თავართქილაძეს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ამჟამად პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
“ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ უკლებლივ, ჩემი საამაყო ადამიანები ხართ, თქვენ გადამალახინეთ სიკვდილ სიცოცხლის ზღვარი და შემიძლია დღეს რომ ვისაუბრო თქვენთან, მადლობა პოლიციელებს, ექიმებს და ყველა იმ მოქალაქეს რომლებიც გვერდში დამიდექით და გამოხატეთ ის სითბო რომელმაც ძალა მომცა რომ დამეძლია ეს დაბრკოლება, ვამაყობ თქვენით თქვენ ყველანი ჩემი გმირები ხართ, მე კი ვეცდები რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს მოვალეობას რომელიც ყოველი თქვენთაგანის სამსახურს და დახმარებას ნიშნავს”
“ეს არის ჩემი მეწყვილე ავთო მჟავანაძე რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი კაცური და სამსახურეობრივი მოვალეობა”- წერს ოთარ თავართქილაძე.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2613729302050571&set=pb.100002405791103.-2207520000..&type=3&theater
ცნობისთვის, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს.