LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაპრავების სამარცხვინო მცდელობა…” – პანდას გამოხმაურება და ინტერნეტმომხმარებლების რეაქციები (ვიდეო)

362
79835825-1499207600228179-4061408288703512576-n

რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქმა” ხელისუფლებასთან აფილირებული 418 ქართული ანგარიში გააუქმა. სოციალური ქსელი აცხადებს, რომ უკვე წაშლილი გვერდები მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედია საშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,”- წერია განცხადებაში

ცილისწამებით დამარხვა – ამ სათაურით ცოტა ხნის წინ, “იუთუბის არხზე” გამოქვეყნდა პანდას ვიდეო, რომელსაც ინტერნეტსივრცეში არაერთი გამოხმაურება მოყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

მიშა მშვილდაძე:

“ეს ცოდვილობა დაიდო 32 წუთის წინ და სადღაც შუაში ამბობს, მთავარისგან და ფორმულა კრეატივისგან გვქონდა თანამშრომლობის შემოთავაზებაო – ფორმულა კრეატივის სახელით ვაცხადებ რომ არასდროს არავითარი შეთავაზება გვქონია კი არა – არასდროს არავისთვის არავითარი შეთავაზების განხილვისას პანდა არც კი განხილულა, არც ხსენებულა, წარმოდგენაც კი არ მაქვს რას საქმიანობენ ლეგალური ფარდის ნაწილშიც…თქვენ რომ არასდროს ჭიქა წყალი და ლარი ანგარიშზე არ გაღირსოთ, ამ პრინციპს ვიცავდით ვიცავთ და დავიცავთ ყოველთვის…”

თამარ ჩერგოლეიშვილი:

“ნაცვლიშვილმა დაუწერა ტექსტი ვასაძის მოტივებზე!”

მაია დარსმელიძე:

“გაპრავების სამარცხვინო მცდელობა, ფსკერი…
ანუ – ბოტები ბოტებისთვის და ჭკუათხელი აპოლიწიკურებისთვის.

აღსანიშნავია ლაიქების რაოდენობა: ბოტები და გზააბნეული მიამიტები;
და დისლაიქების რაოდენობა (თან ყოველწამს მზარდი): ხალხი, რომელმაც გაპრავების ეს უნიჭო მცდელობა არ ჭამა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g