LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება (ვიდეო)

99
78245038-2664398536984539-4657659305414098944-o

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, სადაც განაცხადა, რომ მომავალი წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტროს ახალი ხედვები აქვს.

„ჩვენ, ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. ჩემი გადაწყვეტილებით, იანვრიდან დანამატების ბიუჯეტი გაოთხმაგდება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ საქართველოს ხელისუფლების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისა და სხვა მოწვეულ სტუმრებს მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი (Wounded Warrior Support Foundation) 2016 წლის 25 მარტს დაარსდა. 2018 წლის ივლისიდან ფონდს კომპანია „სილქნეთი“ ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა.

კარგი კვება, კარგი უნიფორმა: 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება

 

 

პოპულარულები