“ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სულიერ ტაძარზე და იმაზე, საით მივდივართ, აღმა თუ დაღმა”- ბრძანა ილია მეორემ დღეს ქადაგებისას.
დღეს სამებაში ანდრია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
“ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, ჩვენ შევქმენით ხატები წმინდისა ანდრიასი და საოცრად დაგვეხმარა და ტაძრები აშენდა მთელ საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენოთ ჩვენს სულში. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა” – ბრძანა პატრიარქმა.