LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მახსოვს, მას ვინმე განეკითხოს, ყოველთვის, ყველა ადამიანში მხოლოდ დადებითს ეძებდა“ – რა ურჩია პატრიარქმა დეკანოზ შალვა კეკელიას

147
Untitled design (1)

დეკანოზმა შალვა კეკელიამ საკუთარ ოჯახსა და განვლილი ცხოვრების გზაზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

დეკანოზმა ის ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც პატრიარქს პირველად შეხვდა და მისი სტიქაროსანი გახდა:

„პატრიარქთან პირველი შეხება 1989 წელს მქონდა, როცა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს მარტვილში ჩამობრძანდა. დედამ მასთან სამადლობელი წერილი გამატანა. პატრიარქმა მაშინ „ლოცვანი“ მაჩუქა, რომელიც ჩემი პირველი „ლოცვანი“ იყო. მერე ჩვენს სოფელში ტაძრის საძირკველი­ აკურთხა. მაშინ ფოტოაპარატი მქონდა. მე ხეზე ვიყავი ამძვრალი და პატრიარქს იქიდან ვუღებდი ფოტოებს.

როცა სემინარიაში­ ჩავაბარე და უწმინდესის სტიქაროსანი გავხდი, ცხადია, ხშირად ვხვდებოდი. ერთ­ხელ, ექვსფსალმუნებას ვკითხულობდი სიონის ტაძარში და როცა დავასრულე, საკურთხეველში შევედი­ მისგან ლოცვა-კურ­თხევის ასაღებად. მითხრა, იცი, როგორ უნდა წაიკითხო ფსალმუნი ამიერიდანო?­ როგორ-მეთქი? როცა ფსალმუნს კითხულობ, ღმერთს უნდა ესაუბრო, ჯერ ღმერთს უნდა გააგებინო, რას ევედრები და მერე შენ გაიგე და გაიაზრე, რას კითხულობ მთელი არსებით და ხალხი თავისთავად გაიგებსო.

ჩემთვის უწმი­ნდესი მაგალითია სასულიერო პირის, მღვდლობის, მოღვაწეობის, საოცარი სიყვარულის. არ მახსოვს, მას ვინმე განეკითხოს, ყოველთვის ყველა ადამიანში მხოლოდ დადებითს ეძებდა, მისი მტერიც რომ ყოფილიყო და ჩვენც ამას გვასწავლიდა“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

დეკანოზ შალვა კეკელიას ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ აქ

„17 წლის წინ პირველად ვიგრძენი, თურმე რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას „მამა“ და ამ სახელის წოდება გაამართლო“ – მამა შალვა კეკელია შვილს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

ვიდეო: „ის მაშინ გამომყვა ცოლად, როცა მე საერთოდ არაფერი არ მქონდა, მთელი ცხოვრება გვერდით მედგა..ბევრი რამ დავაკელი“ – მამა შალვა კეკელია მეუღლეზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები