ერთ-ერთი ქადაგების დროს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მეუღლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მამა შალვამ აღნიშნა, მეუღლე, ქეთი ხუსკივაძე მაშინ გაჰყვა ცოლად, როცა მას არაფერი გააჩნდა.

„თქვენ წინაშე მინდა ჩემს მეუღლეს მადლობა გადავუხადო. ის მაშინ გამომყვა ცოლად, როცა მე საერთოდ არაფერი არ მქონდა. მთელი ცხოვრება გვერდით მედგა, სულ გვერდით მედგა ყველაფერში.

არასოდეს უთქვამს, ეს მჭირდება, ის მინდა…სამწუხაროდ, ძალიან ბევრ რამეს მე მას ვაკლებდი. ძალიან ბევრჯერ უყურადღებო ვყოფილვარ მის წინაშე. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ეს ყვავილი უყვარს ყველაზე მეტად…როგორი ცუდი რამეა, რომ ამდენწლიანი მეუღლეობის შემდეგ, მეუღლემ ეს არ იცის…“ – აღნიშნა მამა შალვამ.

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები