LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი თბილისის მათხოვრები შემოგვაკრებინა, საპატრიარქოში თქვა, ძალიან ძვირფასი სტუმრები მომდისო, სათითაოდ ურიგებდა 100 დოლარს…“ – ბევრისთვის უცნობი ისტორია უწმინდესის ცხოვრებიდან

6515
მამა შალვა კეკელია ილია მეორე (1)

მამა შალვა კეკელიამ „ტვ პირველის“ ეთერში გაიხსენა უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ცხოვრებიდან ერთი უცნობი და საოცარი ისტორია, რომელიც ყველაზე უკეთ აჩვენებს პატრიარქის განსაკუთრებულ სიყვარულს გლახაკთა და მიუსაფართა მიმართ.

მისი თქმით, ერთ-ერთი შობის შემდეგ, პატრიარქმა საპატრიარქოში თბილისის ყველა მიუსაფარი შეკრიბა.

„როცა გახსნილდა შობის შემდეგ, მთელი თბილისის მათხოვრები შემოგვაკრებინა… საპატრიარქოში თქვა, ძალიან ძვირფასი სტუმრები მომდისო. მომსახურე პერსონალი დაიბარა სტუმრების მოსამსახურებლად და სასწაული სუფრა გააწყო. ერთი ჩვენი მეგობარია, გიორგი ნამაშლავშილი, ოპერის მომღერალი. დედა ბარბარეს მასთან დაარეკვინა, უთხრა – ძალიან ძვირფასი სტუმრები მყავს და რომ მოხვიდეთ და იმღეროთო. ოღონდ ძალიან კარგად ჩაიცვიო.

რომ შემოვიდა, ძაან ცუდი სუნი იდგაო და მეგონა კანალიზაცია გასკდა საპატრიარქოშიო. რომ შევიდა, ნახეს ესენი – ჩვენც იქ ვიყავით. პატრიარქი შუაში იჯდა… მერე ყველას ჩაეხუტა, 100-100 დოლარი დაურიგა ყველას. მე მეჭირა ეს ფული ხელში, მე ვიცინოდი… სათითაოდ ურიგებდა და ყველა გულში ჩაიკრა.“

⭕💬„როცა საშინელებებს ამბობდნენ პატრიარქზე, სულ მეუბნებოდა – მამაო, მათი სახელები ჩაიწერე… მათზე განსაკუთრებულად უნდა…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები