„ვინც გვიყვარს, იმას ყველაფერს ვპატიობთ,“ – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია პოდკასტში „ჩემი ტოლი“ საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, პატიება სიყვარულთან პირდაპირ კავშირშია. როგორც მამა შალვა განმარტავს, როდესაც ადამიანი ნამდვილად გიყვარს, მის მიმართ მიმტევებლობა ბუნებრივად ჩნდება და ხშირად მის ქმედებებსაც ამართლებ.
სასულიერო პირმა მაგალითისთვის დედის სიყვარული მოიყვანა და აღნიშნა, რომ დედა, როგორც წესი, შვილს არ ტოვებს, მიუხედავად მისი შეცდომებისა. „მანახე დედა, რომელიც საკუთარ შვილს არ პატიობს. მე მინახავს შვილმა დედას სახლიც კი გაუყიდა და ქუჩაში დატოვა, თუმცა დედები მაინც განაგრძობენ მათზე ზრუნვას. როცა სიყვარული წრფელი და ნამდვილია, ასეა. დედების სიყვარული უანგაროა შვილების მიმართ.“, – აღნიშნა მამა შალვამ.
