LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ არასრული მზადება დაიწყო

31

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ეროვნულმა ნაკრებმა 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ “ზესტაფონის” სავარჯიშო მოედანზე შედგა.
8 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ორჯერად ვარჯიშს გეგმავს. ჯანო ანანიძე თბილისში ტრავმირებული ჩამოვიდა და მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ არის, ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ფეხბურთელი მოლდოვასთან მატჩში მონაწილეობას. მოლდოვასთან გამოძახებული 24 ფეხბურთელი:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

8 ნოემბერს, 13:30 წუთიდან სასტუმრო ჰუალინგში მედიის წარმომადგენელბს ფეხბურთელებთან გასაუბრების და ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს ნაკრების მონაწილეობით წლის მეოთხე ოფიციალური მატჩი, 12 ნოემბერს, 21:00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.

 

15027889_1259925970745284_7798479106759786726_n

14900319_1259926244078590_5594283238663534667_n

14947664_1259925967411951_7771843973569589154_n

14963321_1259926400745241_4414005953517426057_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g