2019 წელს ტექინსპექტირება 1 398 434-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 50% დახარვეზდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად კი გასულ წელს ქვეყანაში ასეთი ვითარება იყო: 2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი და მეორადი შემოწმება) სულ გაიარა 1 398 434-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. აქედან 691 619-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დახარვეზდა 704 711, ხოლო გადაადგილება აეკრძალა 2 104 ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
როგორც იცით, საქართველოში ტექნიკური ინსპექტირება მთლიანად ავტოპარკისთვის სავალდებულო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გახდა.