ნატო გელაშვილის უმცროსი ვაჟი, ლუკა ჭოხონელიძე ,,მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონის მონაწილეა. ის ჟიურის წევრების დიდ სიმპათიას იმსახურებს. ნინო ქათამაძის ტურში მან ,,თოლიები” შეარჩია. მას შემდეგ, რაც ლუკას მასტერკლასი ჩაუტარა, ნინო ქათამაძემ აღნიშნა, რომ ის ნამდვილი ჯენტლმენია.
ლუკამ ,,საით მიფრინავენ თოლიები” თავისებური ვერსიით შეასრულა და შემდეგ ტურშიც გადაინაცვლა.
მისი შესრულება ნატო გელაშვილმა ამ სიტყვებით გააზიარა:
“მრავალ შობას დაესწარი ლუკი❤️შობამ შენი სიმღერით შემოაბიჯა ჩვენს სახლში?❤️უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ და სიმღერით შემოსული შობა ახალი წელი ??გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას?❤️”