ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ გამსახურდია ძალიან კარგ საავადმყოფოშია, სადაც არ აკლია მოვლა და ყურადღება. ანა ჯაბაურის განმარტებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თურქეთის კლინიკაში ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.
“პაციენტის მდგომარეობა არის ძველებური. დიდი სიახლე არ მაქვს ჩამოტანილი. ვნახე ცოტნე, არის ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ და ექიმების რეკომენდაციით, კიდევ ალბათ ერთი-ორი კვირა არ გააღვიძებენ. მიიჩნევენ, რომ ასეა საჭირო.
ასევე დამიდასტურეს, რომ ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის სტაბილური, არის ძალიან კარგ საავადმყოფოში, კარგი კლინიკაა და არ აკლია მოვლა და ყურადღება,“ – აცხადებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი მკურნალობა ხეჩინაშვილის კლინიკაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. ამ დროისათვის, გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება.
ცოტნე გამსახურდია მკურნალობას სტამბოლში გააგრძელებს