LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვირჩევ დღესასწაულს მეგობრებთან ერთად და არა მხიარეულებას ხალხმრავალ ბრბოში!“ – ჯიმ მორისონის ცნობილი გამონათქვამები

8311
ჯიმ მორისონი

როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ ვოკალისტად მიჩნეულმა ჯიმ მორისონმა, რომელიც ჟურნალ Rolling Stone-ის  ყველა დროის 100 უდიდესი მუსიკოსის ნუსხაში მოხვდა, არა მხოლოდ საკუთარი ლირიკითა და მუსიკით, არამედ თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი ექსტრავაგანტული ცხოვრების წესით გაითქვა სახელი.

fortuna.ge გთავაზობთ ჯიმ მორისონის ფრაზებს:

ზოგჯერ წამიც საკმარისია დაივიწყო ცხოვრება, ზოგჯერ ცხოვრებაც ცოტაა წამის დასავიწყებლად.

ნამდვილი თავისუფლება ისაა, როცა შეგიძლია იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ.

სიყვარული სიზმარია. სიზმარია კარგია, მაგრამ ნუ გაგიკვირდება თუ ცრემლებით გაიღვიძებ.

ან საკუთარი თავის გჯერა, ან სამუდამოდ მარცხდები.

არასდროს იცი, როდის მოგიწევს უკანასკნელი სიმღერის შესრულება.

არანაირი მასშტაბური რევოლუცია არ არსებობს პერსონალური გარდატეხის გარეშე, რადგან რევოლუცია ჯერ შენში უნდა მოხდეს.

მე შეშლილი არ ვარ. პირიქით, ძალიან საღად ვაზროვნებ შეშლილების სამყაროში.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მართავს, ადამიანების გონებით, წარმოსახვით მანიპულირებს.

ადამიანებს სიკვდილი უფრო აშინებთ, ვიდრე ტკივილი. უცნაურია, რადგან ცხოვრებას უფრო მეტი ტკივილი მოაქვს, ვიდრე სიკვდილს. სიკვდილი პირიქით, ტკივილისგან განთავისუფლებს.

ნამდვილი პოეზია არაფერს ამბობს, მხოლოდ შესაძლებლობისკენ მიგანიშნებს.

მომავალი ყოველთვის ბურუსშია, თუმცა დასასრულია ყოველთვის ახლოსაა.

სიცრუეა, როცა ადამიანები ირწმუნებიან, თითქოს თავისუფლება ყველზე ძვირფასი და სანატრელია. სინამდვილეში ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების, ისინი მხოლოდ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას ნატრობენ.

ადამიანს საკუთარი თავის, იმ გრძნობების ეშინია, რომელიც სულიერ წონასწორობას აკარგინებს. ტკივილი აუცილებელია, რათა გამოფხიზლდე და გაიგო რა შეგიძლია სინამდვილეში.

არსებობს რეალობა და არსებობს ირეალობა, მათ შორის კი კარია, რომელიც შეგიძლია შეაღო ან არ შეაღო.

თუ თავისუფალი ვარ, მაშინ თვითგანადგურების უფლებაც მაქვს.

 

magti 5g