LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებს და იმპორტიორებს ვალდებულებები ეზრდებათ

81

სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით გაფართოებული ვალდებულებები ეკისრებათ.

მათ სპეციფიური ტიპის ნარჩენების სეპარირება და უსაფრთხოდ განთავსება უნდა უზრუნველყონ.

სპეციფიური ნარჩენები მოიცავს: ელექტრულ და ელექტროობის ნარჩენებს, აკუმილატორებს, გამოყენებულ ზეთებს, საბურავებს და ა.შ.

როგორც ”ფორტუნას” ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანმა განუცხადა, ასეთ ნარჩენებს შესაბამისი მიდგომები სჭირდება. რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში სახიფათო ნივთიერებების შემცველია, მათი ნაგავსაყრელზე განთავსება სასურველი არ არის.

”მწარმოებლები და იმპორტიორები ანგარიშვალდებულები ხდებიან, რომ ამ ნარჩენის შემდგომში მიხედვაზე იზრუნონ და მართონ დადგენილი წესების მიხედვით. აქედან გამომდინარე, კანონში ასევე გაწერილია, რომ მათ ვისაც ასეთი ტიპის ნარჩენები წარმოექმნებათ, შეუძლიათ შექმნან ინდივიდუალურად ან კოლექტიური ასოციაციები და მის სეპარირებულ შეგროვებაზე და გადამუშავებაზე იზრუნონ”, – განაცხადა მან.

რა თანხებთან იქნება დაკავშირებული ნარჩენების სეპარაცია, ამასთან დაკავშირებით მომავალი წლისთვის ექსპერტების მიერ ხარჯთაღრიცხვიანობის სარგებელის ანალიზი მომზადდება.

ვალდებულებებთან ერთად, ირმა გურგულიანის თქმით, აუცილებელია, რომ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით კერძო-საჯარო ტიპის თანამშრომლობაც შედგეს.

”უნდა შეიქმნას წახალისების მექანიზმები ანუ ის კომპანიები ვინც გაერთიანდებიან და საწარმოს შექმნიან, შესაბამისად ამისთვის გარკვეულ ხარჯებს გაიღებენ, სახელმწიფომ მათ გარკვეული შეღავათები უნდა დაუწესოს”, – განაცხადა ირმა გურგულიანმა.

რაც შეეხება ავტოიმპორტიორებსა და მწარმოებლებს, როგორც ”მერსედეს ბენც ჯორჯიადან” ”ფორტუნას” განუცხადეს, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან ელოდებიან.

ნარჩენების მართვის ვალდებულება ძალაში 2019 წელს შედის, თუმცა მანამდე 2018 წლისთვის სპეციფიური ნარჩენების ნაკადებთან მიამრთებაში შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები გაიწეროს, რის ფარგლებშიც მწარმოებლები სახელმწიფო სექტორთან ითანამშრომლებენ.

magti 5g